Sunday, November 11, 2018
Friday, November 9, 2018
პროექტი "ვიამაყოთ ქართული დამწერლობით"
1. პროექტის სახელწოდება: "ვიამაყოთ ქართული დამწერლობით"
2.პროექტის მთავარი იდეა: ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაცია. მსწავლეები გაეცნობიან ქართული დამწერლობის მიერ განვლილ რთულ გზას.
3.პროექტის აქტუალურობა: მოსწავლემ აუცილებელია იცოდეს რა კულტურული მემკვიდრეობის მქონეა, რა შეუქმნეს და რა საგანძური დაუტოვბეს წინაპებმა, რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ როგორც ღირსეულმა ქართველმა ვალი მოიხადოს საკუთარი ქვეყნის, ერის და დამწერლობის წინაშე.
4. პროექტის მიზნები: ქართული ანბანის შექმნის ვერსიების გაცნობა, დამწერლობის საფეხურების გაცნობა, საქ-ში და საქ-ის ფარგლებს გარეთ არსებული საგანმანათლებლო და კულტურული კერების გაცნობა, მუშაობა თემაზე:
რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული დამწერლობა.
5. მონაწილეთა ასაკი: 14 დან 15 წლამდე.
6. ვადები, ხანგრძლივობა: სამი თვე
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე გაეცნობა ქართულ დამწერლობას, მისი განვითრების საფეხურებს, გაიცნობს საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატები, თაბახის ფურცლები, მარკერები, კალმები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
1.
მოსწავლეები გაეცნობიან პროექტის მიზნებს. ბავშვები დაწერენ საკუთარ მოლოდინებს პროექტის შესახებ. გაიმართება დისკუსიას:
რისი გაგება სურთ ყველაზე მეტად.
2.პრეზენთაციის
საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს. გამოთქვამენ
საკუთარ აზრს და დამოკიდებულებას.
დისკუსიის შემდეგ გაეცნობიან
მოხსენებას ქართველურ ენებზე.
3-4. ვიდეო-
კოლაჟის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან ვერსიებს ქართული ანბანის წარმოშობის
შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდეგ ჩატარდება ჯგუფური სამუშაო თემაზე: ჩვენ რომელ ვერსიას ვემხრობით და რატომ. მოსწავლეები
გააკეთებენ ჯგუფური სამუშაოს პრეზენტაციას, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია.
5. პრეზენტაციის
საშუალებით გაეცნობიან ქართული დამწერლობის ისტორიულ სახეებს.(მრგვლოვანი, ნუსხური,
მხედრული) ეკრანზე ვაჩვენებ უძველესი
წერილობითი ძეგლების ნიმუშებს. ვისაუბრებთ მათი აღმოჩენის დროისა და ადგილის
შესახებ. გავმართავთ დისკუსიას თემის ირგვლივ. კითხვების დასმის საშუალებით
მოსწავლეები იმსჯელებენ დამწერლობაზე. რა კულტურული და საგანმანათლებლო
მნიშვნელობა აქვს ჩვენს მიერ გაცნობილ ძეგლებს. მივცემ მოსამზადებლად რეფერატს
„დამწერლობის სახეები“
6.
განვიხილავთ მომზადებულ რეფერატებს „დამწერლობის სახეები“. მოსწავლეები იმსჯელებენ
მეგობრების ნაშრომებზე.
7-8. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ლიტერატურული
ძეგლების გაცნობა, მათ მნიშვნელობაზე საუბარი. მოსწავლეები მიიღებენ რამდენიმე
უძველეს წერილობით ძეგლზე დეტალურ ინფორმაცის.
მოსწავლეებს
მივცემ ინდივიდუალურ დავალებას: რატომაა ჩვენთვის მნიშველოვანი აქ
მოხსენიებული წერილობითი ძეგლები.
წაიკითხავენ საკუთარ ნაშრომებს და იმსჯელებენ თემის ირგვლივ. დისკუსია თემაზე:
რომელმა ძეგლმა მიიქცია მათი ყურადღება ყველაზე მეტად და რატომ?
9-10.
მოსწავლეები გაეცნობიან ქართველთა მოღვაწეობას კულტურულ და საგანმანათლებლო
სფეროებში. პრეზენტაციას ნახავენ საქ-ში არსებულ
უძველეს საგანმანათლებლო კერებზე. (გელათის , იყალთოს, ოშკის, იშხანის,
ფიტარეთის, ხახულის... ) მსჯელობა, დისკუსია.
11-12. მოსწავლეები გაეცნობიან საქ-ის ფარგლებს გარეთ
არსებულ უძველეს საგანმანათლებლო კერებს. (სინას მთა, პეტრიწონის მონასტერი,
საბაწმინდის ლავრა, პალესტინის მონასტერი, სვიმონწმინდა...) დისკუსია, მსჯელობა. ჯგუფური სამუშაო თემაზე : როგორ ვფიქრობ რატომ
იყო მნიშვნელოვანი საქ-ის ფარგლებს გარეთ არსებული საგანმანათლებლო კერების
არსებობა.
13.ქართული
სალიტერატურო ენა და დამწერლობა შუა საუკუნეებში. ისტორიასთან პარალელების
გავლება.
14-15.
ანტონ კათლილოსის რეფორმები სალიტერატურო და კულტურულ სფეროებში. მოსწავლეები
გაეცნობიან წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას.ინფორმაციის მიღების შემდეგ
ჩამოაყალიბებენ საკუთარ მოსაზრებებს. გაიმართება მსჯელობა და დისკუსია. ფორმატზე T
დიაგრამის გამოყენებით დააფიქსირებენ რომელ რეფორმას ემხრობიან ან
ეწინააღმდეგებიან.
16.
ქართული დამწერლობის ილიასეული რეფორმა. მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას რა
სამუშაოები გაატარა ილიამ, რომ ქართული დამწერლობა გამხდარიყო სრულყოფილი.
გავმართავ ჯგუფურ სამუშაოს : ჩემი თვალით დანახული ილიას ღვაწლი. მომავალი შეხვედრისთვის მოამზადებენ
რეფერატს „ილიასეული რეფორმის
მნიშვნელობა“
17.
მომზადებული რეფერეტის „ილიასეული რეფორმის მნიშვნელობა“ განხილვა და საუბარი,
დისკუსია, მსჯელობა.
18.
ქართული ენა და დამწერლობა დღეს. რა სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე
ვდგავართ. ჯგუფურ სამუშაოში მოამზადებენ და გააკეთებენ პრეზენტაციას თემისა: რა
გამოწვევების წინაშე დგას დღეს ენა?
საშინაო
დავალებად დაწერენ ესეს „ვიამაყოთ ქართული ანბანით“.
19.
მოსწავლეების ესეების წაკითხვა, დისკუსია. მსჯელობა თემაზე: რატომ გვეამაყება ქართული ენა და დამწერლობა?
20.პროექტის
შეჯამება. რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ
პროექტში. მათი აზრით რამდენად ნაყოფიერი იყო განხორციელებული აქტივობები.
მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრებ პროექტის ირგვლივ.
10. საგნებთან, საგანობრივ ჯგუფებთან , ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი; სტ.VIII ქართ. 1.2.3.4. 8.9.10. სტ. IX. ქართ. 1.2.3.4.5.6.7.8.
11. პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი: ეკა ქუთათელაძე
12.ხელმძვანელის ელ.ფოსტა. : EKAKUTATELADZE2@GMAIL.COM
Saturday, November 3, 2018
Saturday, October 27, 2018
Subscribe to:
Posts (Atom)
-
გაკვეთილის გეგმა შეფასების რუბრიკა პრეზენტაცია
-
1. პროექტის სახელწოდება: "ვიამაყოთ ქართული დამწერლობით" 2. პროექტის მთავარი იდეა : ქართული ენისა და დამწერლობის პოპულარიზაცია. ...